ესეების კონკურსი ,,ახალგაზრდა უფლებადამცველი“ საკონკურსო პირობები
ესეების კონკურსი IX; X; XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის. ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას. ნაშრომზე მითთებული უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლის დასახელება, და კლასი. თითოეული სკოლა I - სასკოლო ტურში გამოავლენს ერთ გამარჯვებულს რომელიც გადაეგზავნება რესურსცენტრს. რესურსცენტრი კი აარჩევს 3 საუკეთესო ესეს, რომელსაც გაგზავნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. (eflow საშუალებით). საბოლოოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოავლენს 30 საუკეთესო ესეს, რომელიც გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს საუკეთესო სამეულის გამოსავლენად. ჩვენი სკოლიდან კონკურსში მონაწილეობას იღებს XII კლასის მოსწავლე, თინათინ ხითარიშვილი.
დღიურების კონკურსი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ძალადობის წინააღმდეგ გამოაცხადა დღიურების კონკურსი.კონკურსის მიზანია მოზარდები დააფიქროს იმ ადამიანებზე,რომელთაც უწევთ დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცყოფის ატანა.
კონკურსის პირობები:
I. მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების (VII-XII კლასები
II. ნაშრომი უნდა იყოს დაახლოებით ერთ კვირაზე გაწერილი.
II. ნაშრომი უნდა იყოს დაახლოებით ერთ კვირაზე გაწერილი.
III. შინაარსი შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც რეალურ ისე გამოგონილ ისტორიებს.
IV. მოცულობა არ უნდა აღმატებოდეს 500 სიტყვას; ნაშრომი შესაძლოა იყოს როგორც ნაბეჭდი , ისე ხელნაწერის სახით.(რეალური ისტორიების ასახვის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ანონიმურობა.)
V. ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება, და საკონტაქტო ინფორმაცია.
I სასკოლო ტური- სკოლის ადმინისტრაცია ირჩევს საუკეთესო 3 ნაშრომს. შემდეგ ეს ნაშრომმები გადაეგზავნება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს.
II ტური- რესურსცენტრების მიერ გამოგზავნილი ნამუშევრებიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შექმნილი კომისია გამოავლენს გამარჯვებულ ნაშრომებს.
· I, II, და III ადგილები
· შვიდი ესე- ,,საუკეთესო ათეული“
I ადგილი-400 ლარიანი კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი.
II ადგილი- 300 ლარიანი კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი.
IIIადგილი- 200 ლარიანი კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი.
საუკეთსო ათულში გასულები- 50-50 ლარიანი წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათები.
ქ.ვალის N2 საჯარო სკოლა არც ამ შემთხვევაშია გამონაკლისი. მან რესურსცენტრში გააგზავნა IX და X კლასის მოსწავლეების: თეკლე არუთინოვის,მარიამ სართანიასა და ნინო გიორგაძის დღიურები.
იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი
სასკოლო კონკურსი - ,,იაკობ გოგებაშვილი ილუსტრაციებში“
კონკურსის მიზანია იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების შემოქმედებით უნარის გამოვლენა.
მონაწილეებმა იაკობ გოგებაშილის ნაწარმოების მიხედვით უნდა შექმნან ილუსტრაციები.
Ø მონაწილების უფლება აქვთ საქართველოს სკოლების I-XII კლასების მოსწავლეებს. 2 ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით:I-VI და VII-XII კლასები.
Ø წარმოდგენილი ნაშრომის ზომა უნდა იყოს A3 ფორმატის (420X297მმ) ნამუშევრის უკანა გვერდზე აუცილებელია მიეტითოს შერჩეული ნაწარმოებისს თემა და ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ.
Ø ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ ნაშრომი უნდა წარადგინოს რესურსცენტრში.
Ø რესურსცენტრი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დახარისხებულ ნაშრომებს წარადგენს სამინისტროში.
თთეულ ასაკობრივ ჯგუფში კომისია გამოავლენს 5-5 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით..
I ადგილი - დიპლომი და 200 ლარის ღრებულების საკანცელარიო/სამხატვრო მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი
II ადგილი- დიპლომი და 150 ლარის ღრებულების საკანცელარიო/სამხატვრო მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი
III ადგილი - დიპლომი და 100 ლარის ღრებულების საკანცელარიო/სამხატვრო მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი
IV ადგილზე გასული 2 ნამუშევარი დიპლომებით და 50-50 ლარის ღრებულების საკანცელარიო/სამხატვრო მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით.
სსიპ. ქ. ვალის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის, ნინო მანველიშვილის ნამუშევარი.
ბლოგების კონკურსი ,, პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე“
კონკურსის მიზანიაა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გარდა ამისა, ემსახურება მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების გამოვლენას და განვითარებას.
ბლოგებში ასახული უნდა იყოს უშუალოდ მოსწავლეების მიერ ანახული პრობლემა, რომლებიც უკავშირდება თამბაქოს მავნე ზეგავლენას.ინფორმაცია უნდა ისახავდეს მოსწავლეების მიერ იდენტიფიცირებულ კონკრეტულ პრობლემას და ამ ორობლემის გადაჭრის გზას.
ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია ,,ჩვენს შესახებ“, სადაც იქნება განთავსებული კონკურსანტების შესახებ.
ჯგიფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-ს.
I საასკოლო ტური - ორგანიზეას უცენტრში აგზავნის მაქსიმუმ 2 საუკეთსეკეთებს სკოლა და რესურსცენტრში აგზავნის მაქსიმუმ 2 საუკეთესო ბლოგს.
II ტური - საქართველოს განათლებისა და მეცნიერებოის მიერ შექმნილი კომისია გამოავლენს გამარჯვებულ ბლოგებს. კომისია შეარჩევს 10 გამარჯვებულ ბლოგს.
I ადგილი - დიპლომი /სიგელი და 300 ლარიანი წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი.
II ადგილი - დიპლომი/სიგელი და 200 ლარიანი წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი.
III ადგილი - დიპლომი /სიგელი 150 ლარიანი წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი.
ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში. X კლასის მოსწავლეებმა: ნინო გიორგაძემ, ნინო მანველიშვილმა და ქეთევან პაპიძემ შექმნეს ბლოგი და ელოდებიან პასუხს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.
ვახუშტი კოტეტიშვილის 80 წლის იუბილე
მწერალთა სახლი ვახუშტი კოტეტიშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეებმა ვახუშტი კოტეტიშვილის მოგონებათა წიგნის, „ჩემი წუთისოფლის“ მიხედვით სამი შემოთავაზებული თხზულებიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:
„ხიდი ორ ეპოქას შორის“ - ვახუშტი კოტეტიშვილი, როგორც მთხრობელი;
„დიდი ტერორი“ ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემი წუთისოფლის“ მიხედვით;
ერთი ოჯახის ისტორია, როგორც ეპოქის სახე.საკონკურსო ესეები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე info@writershouse.ge. ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერიესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება. დაჯილდოება გაიმართება დეკემბრის ბოლოს მწერალთა სახლში.
გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პლანშეტური კომპიუტერებით.
გამარჯვებული მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს.
ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემი წუთისოფლის“ ტექსტი ხელმისაწვდომია ამ ბმულზე:
http://linkz.ge/file/460571/KOTETISHVILI.pdf.html პროექტი ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
შექმენი საახალწლო ნაძვის ხე
X კლასის მოსწავლე თამარ პაპიძე იღებს მოცემულ კონკურსში მონაწილეობას შემდეგი
ნამუშევრით.
ნამუშევრით.
მე-ევროპის მოქალაქე
საქართველოს ბავშვთა
და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია იწვევს ბავშვებს სპორტულ-შემეცნებით
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.
ოლიმპიადის მიზანია ბავშვთა და და მოსწავლე-ახალგაზრდობის
ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაში მასობრივი ჩართულობის სტიმულირება, ფიზიკური აღზრდა-განათლების
ხელშეწყობა და სასკოლო-სპორტისგანვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრიციპების დამკვიდრება
და ოლიმპიზმის პოპულაცია.ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო
სკოლების გუნდებს. პირველი ტური ჩატარდება სკოლაში და გამარჯვებულ ნამუშევარს შეარჩევს
ჟიური(ნამუშევრები სრულდებაPowerPoint-ის ფორმატში და ჟიურის წარედგინება CD-ზე ჩაწერილი
ფორმით.).პირველ ტურში მონაწილეობას იგებენ გუნდები რომლებიც დაკომპლექტებულია 2-ვაჟისა,
2-გოგონასა და 1 მასწავლებლისაგან.(კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ
2000-2001-2002 წელში დაბადებულ მოსწავლეებს.)ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნამუსევარს
(შესაბამისად 1, 2, და 3 ადგილზე გასულ ნამუშევრებს.3 საუკეთესო ნამუშევარის ავტორებისგან
დაკომპლექტდება ერთი გუნდი , რომელიც შედგება 4-ვაჟის,4-გოგონასა და 2
მასწავლებლისაგან.
ოლიმპიადის საშეჯიბრო სისტემა:
I-ტური (შიდა საკოლო)-მონაწილეობას
იღებენ სკოლის 2000-2001-2002 წელს დაბადებული მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდები.
II-ტური(მუნიციპალური)-მონაწილეობას
იღებენ შიდა სასკოლო ტურში გამარჯვებული ბავშვებისაგან შემდგარი სკოლების ნაკრები გუნდები.
III-ტური(რეგიონალური)-მონაწილეობას
იღებენ II-ტურში გამარჯვებული სკოლის გუნდები.
IV-ტური (დასკვნითი//ფინალური)-მონაწილეობას
იღებენ III-ტურში გამარჯვებული სკოლის გუნდები.
საკონკურსო თემები შეიძლება მომზადდეს შემდეგ თემებზე: ქართული ეროვნული სპორტისა და სათამაშო სახეობების ისტორიიდან.
ოლიმპიური მოძრაობის
და ოლიმპიური თამაშების ისტორიიდან.
მსოფლიო სპორტისა
და სპორტის სახეობების ისტორიიდან.
ქართველი და უცხოელი
ოლიმპიური ჩემპიონები, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები.
ჯანსაღი ცხოვრების
წესის თემატიკიდან (ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, ჰიგიენა, გარემო, უსაფრთხოება,
მავნე ჩვევები და ა.შ.).
იმფორმაცია სპორტის თემებზე შეგიძლიათ იხილოთ:
გისურვებთ წარმატებებს! J

კონკურსი „საახალწლო ლექსი“
წესები: მოცემული 10 სიტყვიდან აუცილებელია ლექსში გამოყენებული იყოს მინიმუმ 5 სიტყვა. აქედან სიტყვების − „საქართველოს ფოსტა“ და „გზავნილი“ − გამოყენება აუცილებელია.
სიტყვები: ახალი წელი; სითბო; სიხარული; სიყვარული; საქართველოს ფოსტა; ურთიერთობა; წერილი; გზავნილი; გოზინაყი; თოვლი.
ლექსის გამოგზავნა: ლექსების გამოგზავნა აუცილებელია word-ის ფაილად, ელ.მისამართზე - konkursi@gpost.ge. ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სიტყვა „ლექსი“. ლექსი არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს, ფონტის ზომა − 12.
ვადები: ნამუშევრების მიღება შეწყდება 20 დეკემბერს, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 25 დეკემბერს.
შეფასების წესები: გამოვლინდება 2 გამარჯვებული: 1-ლი ის, ვის ლექსსაც ფეისბუკზე ექნება მოწონებების ყველაზე მეტი რაოდენობა, ხოლო მეორე გამარჯვებული შეირჩევა საქართველოს ფოსტის მიერ.
eruditor.ge
ERUDITOR.GE-ზე დაიწყო ონლაინ ოლიმპიადები ქიმიასა და ბიოლოგიაში
ოლიმპიადების სპონსორია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტიDTMU.GE
მონაწილეობა შეუძლიათ: მე-7-დან მე-12 კლასის მოსწავლეებს
ოლიმპიადა მიმდინარეობს 5 ტურად:
I ტურის კითხვები - VII-VIII კლასის მასალა
II ტურის კითხვები - VII - IXკლასის მასალა
III ტურის კითხვები - VII - Xკლასის მასალა
ნახევარფინალისა და ფინალის კითხვები შედგენილია სრული მასალიდან.
I, II და III ტურები მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში - ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ტესტების გაკეთება.
ონლაინ ტურებში გადასვლისათვის საკმარისია დააგროვოთ 39 ქულა.
ონლაინ ტურები სრულდება 2016 წლის 1 თებერვალს, დილის ცხრა საათზე.
2016 წლის 1 თებერვლის ცხრა საათისთვის, მესამე ონლაინ ტურის საუკეთესო 30 მონაწილე გადადის ნახევარფინალში, რომელიც გაიმართება დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში.
ფინალში გადავა ნეხევარფინალის საუკეთესო 10 მონაწილე.
ფინალი ასევე გაიმართება დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში.
ფინალში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით:I ადგილი: ნოუთბუქი; II ადგილი: პლანშეტური კომპიუტერი; III ადგილი: სმარტფონი.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შესაძლებელია უფასოდ, სპონსორისგან მიღებული ცდების საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას :)
ესეების კონკურსი
● კონკურსის პირველ ეტაპზე მოგეთხოვებათ ერთი წერითი დავალების შესრულება. თქვენს წინაშეა ექვსი სათაური. ყურადღებით გაეცანით თითოეულ მათგანს, შეარჩიეთ მხოლოდ ერთი და დაწერეთ ესე შერჩეული სათაურის მიხედვით. მსჯელობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ წაკითხული წიგნი, ნანახი ფილმი, სხვათა ნაამბობი თუ პირადი გამოცდილება. სასურველია, ესეს მოცულობა 400-700 სიტყვის ფარგლებში ჩაეტიოს, რათა ნაშრომში სრულად აისახოს თქვენი დამოკიდებულება დასმული საკითხის მიმართ.
1. ადამიანის არჩევანი - თავისუფლება და პასუხისმგებლობა
2. ემოციური პატრიოტობა რაციონალური პატრიოტობის წინააღმდეგ
3. რწმენა - ფრთები თუ ბორკილები?
4. საქართველოს ისტორიის შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა
5. არსებობს თუ არა ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს შორის?
6. ტოტალიტარიზმი - ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ მიმართული იარაღი
2. ემოციური პატრიოტობა რაციონალური პატრიოტობის წინააღმდეგ
3. რწმენა - ფრთები თუ ბორკილები?
4. საქართველოს ისტორიის შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა
5. არსებობს თუ არა ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს შორის?
6. ტოტალიტარიზმი - ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ მიმართული იარაღი
● საკონკურსო ნაშრომის გაფორმების წესი:
შრიფტი: Sylfaen;
შრიფტის ზომა: 12;
ინტერვალი: 1,5;
სიტყვების ლიმიტი: 400-700 სიტყვა;
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ ფაილს თან დაურთეთ თქვენი (ავტორის) პირადი ინფორმაცია, კერძოდ: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ქალაქი, სასწავლებელი, მობილური ტელეფონის ნომერი (სასურველია მიუთითოთ სარეზერვო ნომერიც).
შრიფტი: Sylfaen;
შრიფტის ზომა: 12;
ინტერვალი: 1,5;
სიტყვების ლიმიტი: 400-700 სიტყვა;
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ ფაილს თან დაურთეთ თქვენი (ავტორის) პირადი ინფორმაცია, კერძოდ: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ქალაქი, სასწავლებელი, მობილური ტელეფონის ნომერი (სასურველია მიუთითოთ სარეზერვო ნომერიც).
ნაშრომების გამოგზავნის ბოლო თარიღია 20 დეკემბერი, 23:59
არ დაგავიწყდეთ, ესეს აგზავნით ჩვენს ელ. ფოსტაზე: civiniplat@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:https://drive.google.com/
ესეების კონკურსი დაიწყო!!!








No comments:
Post a Comment