Sunday, December 6, 2015
საკნატუნო ამბები
მე ომბუდსმენის გამარჯვებულები
ჩვენმა
სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს... X კლასის მოსწავლემ
ივანე ხითარიშვილმა და XI კლასის მოსწავლემ ნიკა ჩიტაშვილმა მე ომბუდსმენში მოიპოვეს ადგილი 10 საუკეთესოთა
შორის, მათ კიდევ ერთი თამაში ელით ახლო მომავალში, სადაც ისინი პირველობისათვის იბრძოლებენ.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ!
(რას ვიფრობენ მასწავლებლები ჩვენი სკოლის ელექტრონულ გაზეთზე J )
- ძალიან კარგია,მომწონს, რამეთუ აქ განთავსებულია სკოლის წარმატებები, რომელიც მიაღწიეს ჩვენმა მოსწავლეებმა. ეს გაზეთი „პანორამა“ მოტივაცია იქნება სხვა მოსწავლეებისათვის, ბევრი იშრომონ რომ მოხვდნენ ამ გაზეთის გვერდებზე....გისურვებთ წარმატებებს!
- გილოცავთ, ძალიან მომეწონა ელექტრონული გაზეთი „პანორამა“, ეს ნამდვილად კარგი სიახლეა სკოლისათვის. ვფიქრობ რომ ეს სიახლე აამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას,რაც შემდგომ მათ წარმატებაზე აისახება.... სპორტის პედაგოგი:ინგა ლაზარაშვილი
- ,,არა მგონია, ვაჭარბებდე თუ ვიტყვი,რომ ქ. ვალის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სარედაქციო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პირველი ელექტრონული ჟურნალის ,,პანორამის'' გამოსვლა ჩემში ისეთივე დიდ ემოციას იწვევს,როგორც ერთ დროს ილია ჭავჭავაძის ჟურნალის ,,ივერიის'' გამოსვლას მოჰყვა მაშინდელი საქართველოს საზოგადოებაში. ადამიანის სული მუდამ შფოთი და მუდამ მაძიებელი,ემოციონალური და ინტელექტუალური შემოქმედების სფეროში კიდევ უფრო ორიგინალური და ნაყოფიერია. გილოცავთ, ჩემო ნიჭიერებო ამ წამოწყებას ,მე მჯერა, რომ თქვენ ჟურნალი ,,პანორამის ''საშუალებით ხშირად მოგვითხრობთ პიროვნების აღზრდისა და მისი განსაკუთრებული ბედის ისტორიას. მე ვგრძნობ , თქვენი აზროვნების ჯადოსნურ მომხიბლავ ძალას. P.S. თუმცა, მხოლოდ ელექტრონული ჟურნალის ,,პანორამის'' გამოსვლა როდის უკავშირდება სიმბოლურად სკოლის დირექტორის ქ. გვანცა გოგოლაძის ,სამსახუებრივი უფლება მოსილების შესრულების ერთი წლის იუბილეს არამედ....
სასკოლო ოლიმპიადა ფეხბურთში
ქ.ვალის #2 საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა სასკოლო
ოლიმპიადაში ფეხბურთის განხრით, სადაც მათ II საპრიზო ადგილი მოიპოვეს. თამაშში მონაწილეობას იღებდნენ
:იაკობ ჩანღლიშვილი, ივანე ხითარიშვილი, შაკო ჯანაშვილი, გოგიტა გოზალიშვილი, დავით
ფანჩვიძე, გიორგი ჩიტაშვილი, შალვა დათიაშვილი. ამ წარმატებისათვის სკოლას გადაეცა
დიპლომი.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ქალაქ ვალის #2 საჯარო სკოლაში
ქ.ვალის N2 საჯარო სკოლის გამარჯვებული
ფოტოკონკურსი -,,მრავალფეროვანი საქართველო''
ალბათ, ტოლერანტობა საქართველოს არცერთ კუთხეში ისე არ იგრძნობა ,როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში,რადგან აქ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის აღმსარებლები ერთად მრავალი წელია მეგობრულად ცხოვრობენ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთა აპარატის მიერ ორგანიზებული ფოტო კონკურსი-,,მრავალფეროვანი საქართველო'' აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო მე-12 კლასის მოსწავლე თინათინ ხითარიშვილმა.საკონკურსო ფოტო ასახავდა საქართველოს ეთნიკური/რელიგიური უმცირესობის ტრადიციებს,რომელიც ვალის ღვთისმშობლის შობის ტაძარშია გადაღებული.
,,მინდოდა საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ტრადიციები მეჩვენებინა- განაცხადა თინათინმა.სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გამარჯვებულ თინათინ ხითარიშვილს 600 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.ვულოცავთ თიკას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!
,,მინდოდა საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ტრადიციები მეჩვენებინა- განაცხადა თინათინმა.სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გამარჯვებულ თინათინ ხითარიშვილს 600 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.ვულოცავთ თიკას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!
ფოტოკონკურსი - "მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს"
ფოტო კონკურსში "მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს" სსიპ ქალაქ ვალის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ჩატარებულ ამ კონკურსში მე-12 კლასის მოსწავლეებმა ქრისტინე ხითარიშვილმა და მანუჩარ ჩიტაშვილმა საპრიზო ადგილები დაიკავეს - ქრისტინემ "ლაიქებით "მოიპოვა გაიმარჯვება, ხოლო ბაჩო (მანუჩარი ) ჟიურის რჩეული გახდა.ყველა მონაწილე და სკოლა სამახსოვრო სიგელს მიიღებს, დაჯილდოვების ცერემონიალი სიმბოლურად შიდსის საერთაშორისო დღეს ქ. თბილისში გაიმართა. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სამახსოვრო სიგელი და საჩუქარი ქალაქ ვალის #2 საჯარო სკოლას და სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ, კონკურსში "მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს" აქტიური მონაწილეობისათვის.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის შედეგი ქ. ვალის N2 საჯარო სკოლაში
სამოქალაქო განთლების ოლიმპიადა ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობენ საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები. ოლიმპიადა ტარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ორგანიზაცია "მოქალაქე" დააჯილდოვებს სხვადასხვა პრიზებით. საუკეთესო შედეგის მქონე 20 მოსწავლე კი ენის კურსებზე უცხოეთში გაემგზავრება. 2015-2016 სამოქალაქო განათლებაში ოლიმპიადის პირველი ტურის ერთადერთი გამარჯვებულია თათია ლონდარიძე მე-11 კლასის მოსწავლე.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობენ საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები. ოლიმპიადა ტარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ორგანიზაცია "მოქალაქე" დააჯილდოვებს სხვადასხვა პრიზებით. საუკეთესო შედეგის მქონე 20 მოსწავლე კი ენის კურსებზე უცხოეთში გაემგზავრება. 2015-2016 სამოქალაქო განათლებაში ოლიმპიადის პირველი ტურის ერთადერთი გამარჯვებულია თათია ლონდარიძე მე-11 კლასის მოსწავლე.
გილოცავთ თათია!!!
საჭადრაკო ტურნირი
ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საჭადრაკო ტურნირში ქ.ვალის N 2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ თორნიკე ხითარიშვილმა წარმატებით იასპარეზა,მან რაიონის მასშტაბით III ადგილი მოიპოვა.
გამარჯვებულები ჟიურიმ სიგელებითა და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომგასულ წელს სკოლებსშორის გამართულ შეჯიბრში თორნიკემ საუკეთესო შედეგი უჩვენა .
ვულოცავთ თორნიკეს წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც გამარჯვებას .
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება
წარჩინებული სწავლისთვის ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 84 მეათეკლასელ მოსწავლეს საჩუქარად პერსონალური კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა გადასცეს. ყოველწლიურად, მოსწავლეები, რომლებიც საბაზო საფეხურს წარჩინებით ამთავრებენ, სახელმწიფოსაგან წამახალისებელ საჩუქარს იღებენ. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოზარდი იქნება სათანადოდ დაფასებული. ქ. ვალის N2 საჯარო სკოლაში დაჯილდოვდნენ მეათე კლასელის მოსწავლეები: ნინო მანველიშვილი, ნინო გიორგაძე და ქეთევან პაპიძე.
Subscribe to:
Comments (Atom)












