მკითხველთა კლუბი
2016 წლის 28
იანვარს ქ.ვალის #2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა ჩაატარა, მორიგი ინტელექტუალური
ღონისძიება ,,წიგნების თარო“. მასში მონაწილეობდნენ IX, X და XI კლასები. თითოეული
გუნდი დაკომპლექტებული იყო 3 მოსწავლისგან. თამაში იყო ძალიან აზარტული და შედგებოდა
3 რაუნდისგან: პირველი რაუნდი მოიცავდა 7 კითხვას, მეორე რაუნდი იყო- შავი ყუთი, ხოლო
მესამე რაუნდი- ბლიც-კითხვებს. ჯგუფები დიდი მონდომებით პაექრობდნენ. დასასრულს ქულები
შემდეგნაირად განაწილდა: IX-
3; X- 7; XI-6. გამარჯვება წილად ხვდა X კლასს, შემდეგი შემადგენლობით: საბა სანდროშვილი; ქეთევან
პაპიძე და თამარ პაპიძე.რომელთა შორის საბოლოო გამარჯვება მოიპოვა ქეთევან პაპიძეს.
გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით,
ხოლო ქეთევან პაპიძეს დირექტორმა გადასცა წიგნი.
წიგნების თაროს
წამყვანი და მკითხველთა კლუბის ლიდერი: ნინო გიორგაძე
23 ნოემბერს მკითხველთა კლუბმა, რომლის ლიდერები არიან ნინო გიორგაძე და ეკა ხითარიშვილი,განახორციელა გასართობ-ინტელექტუალური თამაში ,, სიტყვების თამაში". თამაშში მონაწილეობდა 3 გუნდი, გუნდები დაკომპლექტებული იყო VII, VIII, IX და X კლასელებისაგან. შეჯიბრის პირველ ეტაპზე თამაში დატოვა პირველმა გუნდმა 111 ქულით, ხოლო დანარჩენი ორი გუნდი 120-120 ქულით გადავიდა მეორე ეტაპზე,სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა მე-3 გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ქეთევან პაპიძე Xკლ, დავით ფანჩვიძე IX კლ, ლანა მანველიშვილი VIII კლ და ანა დემეტრაძე VII კლასი.დასასრულს გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
მკითხველთა კლუბის ლიდერი: ნინო გიორგაძე
სპორტის კლუბი
27 ნოემბერს სკოლაში გაიმართა შეხვედრა, სადაც მასწავლებელმა
ინგა ლაზარაშვილმა და სპორტის კლუბის ლიდერმა ქეთევან პაპიძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
მიმდინარე სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის წესები.მათ მოსწავლეებს დაურიგეს თემების
სახელები, რომლებიც მოსწავლეებმა გარკვეული დროის ფარგლებში უნდა დაამუშაონ....


No comments:
Post a Comment