პირველად იყო სიტყვა.
თავდაპირველად სიტყვა იყო ღმერთთან და აღნიშნავდა ღვთის სიტყვას, რომლის გარეშეც არაფერი შექმნილა, მაგრამ კაცობრიობის კულტურის საუკუნეობრივი არსებობის მანძილზე სიტყვამ შეიძინა სხვა მნიშვნელობებიც – როგორც საერო, ისე სასულიერო. სიტყვის არსებობა ნიშნავს იმას, რომ გაგაჩნდეს სრული უფლებამოსილება, პრესტიჟი, მოწიწების ან შიშის აღმძვრელი რჯული, გყავდეს ტელე-და რადიო თოქშოუს უამრავი მსმენელი, რომ გაგაჩნდეს უბრალო საუბრისა და ასევე, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკის ნიჭი. სიტყვამ გამოარღვია სივრცე, განერიდა თავის თანამგზავრებს და ახლა უფრო ახლოსაა იგი ზეცასთან, ვიდრე ოდესმე, საიდანაც, როგორც ჩვენ გვჯერა, იგი გაჩნდა. მაგრამ ჩემთვის და ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ, სიტყვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოხდა დიდი ხნის წინათ, როდესაც ის პირველად ამოკაწრეს ქვის ფირფიტებზე ან ამოკვეთეს პაპირუსზე, როდესაც იგი განვითარდა ბგერიდან სანახაობამდე, სმენადობიდან მხედველობითი ნიშნების სერიამდე, შემდეგ გადაიქცა ხელნაწერად და დაიწყო მოგზაურობა დროში – პერგამენტიდან გუტენბერგამდე. ეს ყოველივე არის ავტორის წარმოშობის ისტორია – ისტორია, რომელმაც მოუწოდა მას სიცოცხლისაკენ.
ავტორი: ნადინ გორდიმერი
ჩვენი ეს რუბრიკა მთლინად სკოლის ნორჩ ლიტერატორებს და მათ პირველ ნაბიჯებს ეთმობა.
ფიფქებო,ქათქათა,ფიფქებო
თოვლის ფანტელები ცვივა
ფითქინა, ლამაზი და ციდა
მოფარფატებს უცნაური ფიფქები
ფრთხილად არ შეახოთ თითები

მიწაში ფიფქები იფლება
ცაში ფანტელები იცლება
ქათქათებო, პატარებო, ციცქნებო
ფიფქებო, ლამაზო, ფიფქებო
მინაზე ფიფქები დნება
მომეძალა დიდი ვნება
აღარ ვიცი რაღა ხდება
მაგრამ ჩემ გულს წვდება
დაიფარა თეთრად მთა და ველი
იყინება საწყლად თხა და ბელი
ეს ზამთარი ცივია და ნაღვლიანი
მაგრამ თოვლი არის კეთილი და გულიანი
ცამ გვაჩუქა საოცარი ფიფქები
ბევრია მათზე კარგი ფიქრები
ხელებზე მაქვს ფიფქების წვეთები
თვალზე ჩამომაწვა სიბრალულის ცრემლები.
თამარ პაპიძე

ახალი წელი
დადგა თეთრი ზამთარი
მოფარფატებს ფიფქები
პატარები ერთობიან
სრიალებენ ციგებით
თოვლის პაპა ფიქრობს
ვის რა მიუტანოს
ელოდება წერილებს
პატარების სურვილებს
თამარ პაპიძე
ჩვენი ეს რუბრიკა მთლინად სკოლის ნორჩ ლიტერატორებს და მათ პირველ ნაბიჯებს ეთმობა.
ფიფქებო,ქათქათა,ფიფქებო
თოვლის ფანტელები ცვივა
ფითქინა, ლამაზი და ციდა
მოფარფატებს უცნაური ფიფქები
ფრთხილად არ შეახოთ თითები

მიწაში ფიფქები იფლება
ცაში ფანტელები იცლება
ქათქათებო, პატარებო, ციცქნებო
ფიფქებო, ლამაზო, ფიფქებო
მინაზე ფიფქები დნება
მომეძალა დიდი ვნება
აღარ ვიცი რაღა ხდება
მაგრამ ჩემ გულს წვდება
დაიფარა თეთრად მთა და ველი
იყინება საწყლად თხა და ბელი
ეს ზამთარი ცივია და ნაღვლიანი
მაგრამ თოვლი არის კეთილი და გულიანი
ცამ გვაჩუქა საოცარი ფიფქები
ბევრია მათზე კარგი ფიქრები
ხელებზე მაქვს ფიფქების წვეთები
თვალზე ჩამომაწვა სიბრალულის ცრემლები.
თამარ პაპიძე

ახალი წელი
დადგა თეთრი ზამთარი
მოფარფატებს ფიფქები
პატარები ერთობიან
სრიალებენ ციგებით
თოვლის პაპა ფიქრობს
ვის რა მიუტანოს
ელოდება წერილებს
პატარების სურვილებს
თამარ პაპიძე
აკაკი
თაობათა გზა გამოვლე,
ხარ ღირსეული ქართველი,
საქართველოს ისტორია
ჰაჯი-უსუბი-გამზრდელი
მზეთუნახავი ნათელა,
ემოციებს ვერა ვმალავთ,
ცრემლები მოგვდის თვალზედა.
ჩუმად ნასწავლი ანბანით,
წერე ერის ისტორია
ბაში აჩუკით გვასწავლე
რაც კი ძველად გვიომია.
წარმოსადეგი, ამაყი
ქალთა გულებს იმონებდი,
ქართულ მწერლობას იცავდი,
ფარ-ხმალსაც არ იშორებდი.
ქართული სიტყვის მედროშევ,
საქმე პროზასთან ტანშეძრილია,
მამულის წყლული კარგად იცოდით,
შენ, ვაჟამა და დიდმა ილიამ.
თეკლე არუთინოვი, IX კლასი
წერილი ბოთლში
უკვე კითხულობ?! როგორც იქნა მოვაღწიე შენამდე,რომ
იცოდე იმდენი დრო დავხარჯე შენთან მოსასვლელად, რა არ გადავიტანე, მაგრამ ვხედავ რო
უკვე დავასრულე ჩემი მისია, შენთან ვარ და ეხლა კარგად ვიქნები, იმიტომ რომ შემინახავ,
ვერ გაბედავ ჩემს განადგურებას და სამუდამოდ შენთან დავრჩები გულში . მიხარია!...
უკვე წლებია ერთ საცოდავ მინის ბოთლში ვარ გამოკეტილი,
მძულს ეს ადგილი, მეზიზღება აქაური სუნი, გარემო და ყველაფერი რაც ამ საცოდავ „სახლთან“
მაკავშირებს. ხედავ?! უკვე სახლსაც ვუწოდებ, მაგრამ რა გიკვირს? მე ხომ შენთან მოსასვლელად
ჩამასახლეს აქ და გზა დამილოცეს, რომ ნამდვილად შენთან მოვსულიყავი. განა მინდოდა წლები ბოთლში გამოკეტილი ვმჯდარიყავი
და მარჩიელივით მემკითხავა საით გამომეცურა? არა! მაგრამ საქმეც სწორედ იმაშია, რომ
მე არავინ მეკითხება მინდა თუ არა. არც თუ ისე სასიამოვნო იყო სიცივეში თუ სიცხეში,
ქარბუქში და შტორმში მომეკვლია გზა შენამდე. თუმცა ერთი საოცარი ისტორიაც გადამხდა
ამ მოგზაურობაში. ერთ საგამოს როცა მთვარე სულ სავსე იყო და თან ისე ახლოს, რომ ბოთლში
რომ არ ვყოფილიყავდი შევეხებოდი კიდეც, ჩემთან ერთი თოლია მოფრინდა, (იცოდე თოლიები
ყველაზე მეტად მიყვარს) სულ თეთრი იყო და თან ძალიან თბილი, ისეთი თბილი, რომ შემაჟრჟოლა
კიდეც. უნდოდა ჩემთვის ერთი საიდუმლო გაემხილა, ახლოს მოვიდა, რომ არავის გაეგო და
მეც მისკენ მივმართე იდუმალი სახე და მაშინ, სწორედ მაშინ აღმოჩნდა ჩვენს შორის ის
მინა, ის საზიზღარი და მატყუარა მინა. მან შემიშალა ხელი, მისი ბრალია დღეს თოლიების
საიდუმლო, რომ არ ვიცი. მაგრამ, რომ იცოდე მე რამდენი საიდუმლო ვიცი... ეჰ, რას ვიზამთ!
ოდესმე სამაგიეროსაც გადავუხდი მჯერა.
უი, ხო მართლა, ისე გავერთე ჩემი მოგზაურობის
ისტორიის მოყოლით სულ გადამავიწყდა, რომ ეხლა შენ მე მკითხულობ. რა საინტერესოა, შენს
სახეს ვხედავ, როგორ ჩაგეჭყლიტა ერთი ყოყა ღიმილისაგან, აი, ერთი სიხარულის, პატარა
ცრემლიც შევნიშნე,იცი, შენს ემოციებს ვგრძნობ. ასე გაგახარე? რამე სასიხარულო გაცნობე
ხო? რა მაგარია მე გმირი ვარ, მე შენ გაგაცინე. იცი?! ყველას აქვს თავისი სიხარულის
მიზეზი. იმედია არ გაგიკვირდება როცა გაიგებ, რომ მე ბევრი სიხარული მყავს. ყველაზე
განსხვავებული და არარეალური სიხარულები მყავს და თან მაქვს. დაგაინტრიგე ხო? ასე კარგად
დიდი ხანია არ გამიცინია მადლობა ამისთვის მისტერ. ბოდიში მაგრამ ვერ გეტყვი რა არის
ჩემი სიხარულის მიზეზი. ეს რომ გითხრა შენ საიდუმლოს ვერ შეინახავ და მეც მოვკვდები.
მაგრამ ნუ მოიწყინე ძვირფასო! ოდესმე თუ შენთანაც მოვა თოლია არ გააგდო! ჩემ საიდუმლოს
შენთან გამოვატან და ისევ გაგახარებ. ისე გაგეხარდება, როგორც ეხლა ჩემი თითქმის უსიცოცხლო,
ძველ სხეულზე ლურჯად დაწერილი ლამაზი ასოები გახარებს. შენ უკვე შემიყვარდი! მაგრამ
ბოთლი მაინც მძულ, მან მე ბედნიერება დამიკარგა. ის ბედნიერება შესანახად რომ მივეცი
და ვთხოვე კარგად დამალე მეთქი, არ გამიბრაზდე... შემეშინდა არავის მოეპარა, მაგრამ
ხო ხედავ? დამიკარდა ბოროტმა. ამას ვერ ვაპატიებ! ვიცი მან მე დავიცვა როცა წვიმა ჩემს
დამახინჯებას შეეცადა, გამათბო როცა მციოდა... მაგრამ, ალბათ ოდესმე მაინც ვაპატიეტ!
ის ხომ ჩემი ერთადერთი მეგობარია, სხვა არავინ
მყავს და არც იმას ყავს სხვა ჩემს გარდა. ჩვენ ყოველთვის ერთად დავეხეტებით ჭირშიც
და ლხინშიც. ამიტომ სხვა გზა არ მაქვს მეც მაქვს გული და ვგრძნობ რომ მაინც ვენატრები
და ვჭირდები.
რა კარგია, რომ გიხარია ჩემი დანახვა, რა თბილი
გული გქონია, თან რა დიდი სიყვარულია შიგ. შენთან სწორედ იმ ადამიანმა გამომგზავნა
ვინც მანდ, შენს დიდ გულშია. აი თურმე რაშია საქმე, მივხვდი, რატომ გიხარია. მალე მოვა
შენთან! ჩაგეხუტება! ტკბილად გაკოცებს თბილ ლოყაზე! გეტყვის რომ უყვარხარ და ენატრებოდი!
და სულ ამიერიდან ერთად იქნებით!. ეჰ, რა რომანტიკოსი ვარ.
მოკლედ, ეხლა უნდა წავიდეთ, მე და ჩემი მეგობარი.
სხვა ადამიანებიც გავახაროთ ან დავამწუხროთ. გააჩნია ვინ რას დაგვავალებს. რთულია იგივე
გზის გავლა ყოველთვის მაგრამ, უკვე იმდენად მივეჩვიე ამას რომ ჩემი ცხობვრება სხვანაირად
ვერ წარმომიდგენია. ჩემო მეგობარო, გემშვიდობები და გახსოვდეს მიყვარხარ.
იზა ჯანაშვილი XI კლასი***
გუშინ საშინელი სიზმარი ვნახე...ჩემი მომაკვდავი, მაგრამ
მებრძოლი საქართველო ვნახე. დავინახე ტკივილი და შიში, ზემოდან ვუყურებდი და ვიგრძნი
გამწარებული ჯარისკაცის ცრემლიანი გადარჩენის იმედი, ღმერთს ევედრებოდა გადარჩენას,
ოღონდ საკუთარი თავის არა, ქართული, ხო-ქართული ენის გადარჩენას სთხოვდა. იბრძოდა ჩემთის,
შენთვის და მომავლისთვის, სახლში ატირებული, აკანკალებული დედისათის და ყველაზე მთავარი,
საქართველოსათის, დავინახე სისხლი და ცრემლი ერთად. დავინახე თავგანწირვა და ბრძოლა.
გახსენებაც აღარ მინდა, კიდევ იცი ვინ დავინახე?-აი ის, ხო ის დავინახე. ჩემთან ერთად
უყურებდა და ირონიული, ცინიზმით გაჟღენთლი ხმით იცინოდა და შლიდა ქართლ ყველაფერს.
ადრე ვერ ვხვდებოდი, ახლა კიდევ სული მატკინა მისმა სისხლიანმა, ბოროტმა მზერამ. თანდათან
ქრებოდა საქართველო, ფერები დაიკარგა და სიზმარი მხოლოდ შავ სიცარიელედ იქცა. ვყვიროდი,
ვტიროდი და ის დამცინოდა, ზუსტად მე დამცინოდა და იცი რა მითხრა? „ბოლო ქართულ სიტყვას
რას იტყვიო“ ჩემში ბობოქარი ქალიშხალი და ბრძოლის წყურვილი თანდათან იღვიძებდა. ტირილის
და შიშის უსაზღვრო კივილი ჰორიზონტს სცდებოდა. და უცბათ, ხმა, ჩემი ხმა აღარ ისმოდა,
ვერაფერი ვთქვი, საერთოდ ვერაფერი. ქართული
ბგერები მიწის ქვეშ დაიმარხა. ის კიდევ იცინოდა, სიცილისაგან ცრემლები სცვიოდა
გასაცოდავებულ, დაჩოქილი ერის შემყურე. ქართული ფანდურის ხმა, ქართლი ბგერები დამავიწყდა.
მე კიდევ უსუსური ბავშვივით ცრემლების და სევდის მორევში ვიხრჩობოდი, სუნთქვა აღარ
შემეძლო, ლაპარაკი უცნაურმა ასოებმა შცვალეს. იცი როგორ შემეშინდა? ტკივილმა აზრები
წამართვა და ნელი ტანჯვით მკლავდა დროდადრო. სამშობლო და მისი თავდახრილი, დაჭრილი
სული იმედს კარგავდა. გაქრა, უსამართლოებამ წამართვა საქართველო და ქართული ენა. ჩემს
ირგვლივ ფანტაზიის შავი კლავიშები უკრავდნენ სამგლოვიარო ჰანგებს და მათ ტანჯვას საზღვარი
აღარ ქონდა. მეხვეწებოდნენ დამეხმარეო, მე ვერ შევძელი, თითქოს ის მიჭერდა და თავის
სასტიკ კლანჭებს შორის მოქცეული საქართველოთი მაშინებდა. ის ღიმილი
და კეთილი ქართული ენა ამოუცნობ სიმბოლოებად და ცრემლების ლოდებად იქცა. და ბოლოს...
როგორც იქნა მორჩა სიზმარი, გავიღვიძე და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, რადგან მე ისევ
შემეძლო ქართულად საუბარი და ვიყავი თავისუფალი. მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი, ჩვენ ერთად
უნდა ვიბრძოლოთ, რომ ისევ ვისაუბროთ ქართულად, შევსვათ საქართველოს, ქართული ერის.
ენის სადღეგრძელოდა ბოლოს იმისათვის, რომ ისევ გვერქვას დაუმარცხებელი, ერთიანი საქართველო.
ი.ჯანაშვილი XI კლასი
მოგონებები თვალწინ
მეშლება
როდესაც ნამყო მაწევს
კისერზე
ცრემლი თვალიდან აღარ მშორდება.
ვხედავ იმ წარსულს, იმ ბედნიერ წლებს,
როცა ცრემლები მე არ მმართებდა,
იმ სიხარულით გული ისევ ცემს
ის ტკბილი წლები მე ხომ მართობდა.
გამახსენდება ჩვენი
სიცელქე
თოვლზე სრიალი, მინდორზე
რბენა,
შენი თვალები ღიმილით
სავსე
გრძნობით აღსავსე
გულების ცემა.
ეს სიყვარული მე ისევ მათბობს
ისევ მახსენებს მე ,,აი იას’’
ამ დროს ხომ ჩვენი მთრთოლავი ხმებით
ამოვიკითხეთ ეს ორი სიტყვა.
ახალი წელი
კინგსი ელფის დახმარებით სიურპრიზებს გვპირდება,
მეფე ლომი თქვენ ნუ იტყვით- კრეატივს ელოდება.
სურათები ძაან მიყვარს, აღარ უნდა თქმა,
აპარატი, რომ მჭირდება როგორ არა ვთქვაო?!
თვალწარმტაცი, მინდორ-ველი, მთა და ბარი, გზა და ხიდი,
ღორეშა და წნისი, რველი, ჭორვილა თუ ჭალადიდი,-
ფოტოობიექტივითო...
არ მაჩუქებს სანტა ვითომ?!
საკონკურსო ლექსი
ნინო გიორგაძე
თვალებს დავხუჭავ და წარსულს ვუმზერ ...
თვალებს დავხუჭავ და წარსულს ვუმზერ,
გაამფთრებია გულისტკივილი, † † †
ღმერთო, დალოცე ეს საქართველო,
უწინ ნაგვემი, ჭირგამოვლილი.
სამშობლო...ჩემი სულის
წყლულები,
†
† † სისხლი...რწმენისთვის ტანჯვა–წამება,
იესოს
ჯვარი ებრძვის სატანას,
დედამიწაზე დაიარება.
ქრისტეს სჯულისთვის
წამებულები,
მათი
დიადი ღვაწლი და საქმე, † † †
დრომ იცის ყველას გოლგოთის
გზები,
დრო ყველა აღმართს
სათაურს არქმევს.
უფლისთვის მსხვერპლი
იყო საჭირო,
† † † მტერი გვიგებდა
ხაფანგს, საშინელს,
ჩვენ რწმენამ
უნდა გადაგვარჩინოს,
ჩვენ წმინდანებმა
გადაგვარჩინეს!
ღმერთო,
მიეცი ძალა ქრისტიანს,
განცდავ,
ამ გულში აღარ ეტევი, † † †
დროშა
ღვთიური, გმირთა ვარამი,
გზავ,
გასაწირად არ მემეტები!
და ახლა გული ძგერს
უფრო მაგრად,
† † † ღვთის ათი მცნება ისევ
მაქვს გულზე,
წარსულზე ვფიქრობ, წმინდანთა
ლოცვით,
21–ს განთიადს ვუმზერ.
მარიამ სართანია. მე–9 კლასი
● ● ●
მ ო მ წ ყ ი ნ დ ა ლოდინი
უსაზღვრო,
ცხოვრებაც თითს მიქნევს
გაღმიდან,
,, ა ზ რ ი ც“ მეჩვენება უაზრო,
მინდა, დავიბადო თავიდან.
14 დეკემბერი, 2015 წ. მარიამ სართანია




No comments:
Post a Comment